„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს.

როგორც ბაჩო დოლიძე განმარტავს, რამდენიმე მოშიმშილეს მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მისივე თქმით, შიმშილის აქციას გუშინ რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამდენიმეს უარი უთხრეს შიმშილობის დაწყებაზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს.

„ყველა ძალიან მხნედ გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყოველ დილით გადიან შემოწმებას მედპუნქტში, რომელიც აქ გაიხსნა. პარალელურად, მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლის პერსონალსაც მინდა მადლობა გადავუხადო, აქ არიან მთელი ღამის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თითოეულ მოშიმშილეს, რომელიც ამ უკიდურესი მძიმე ფორმით გამოხატავს პროტესტს, მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობა კონტროლზე გვყავს აყვანილი. შემთხვევა იყო, რომ რამდენიმე ადამიანი უკან გავაბრუნეთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ უწყობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს იმას, რომ გაეგრძელებინა აღნიშნული პროტესტი“, - აღნიშნავს დოლიძე.

ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს