ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის - გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა, არაფერს ვერჩი, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს

დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მას აღენიშნება ნეიროდეფიციტი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გორის სამხედრო ჰისპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ამის გაკეთება გადაიფიქრა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, საააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მისი რჩევის შემდეგ მიიღო. ყიფშიძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უცხოელ მედიკოსებს ელოდებიან. სავარაუდოდ, ისინი შემდეგ კვირას ჩამოვლენ.

„მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა. პრეპარატების დასახელებას არ დავაკონკრეტებ. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს. ველოდებით უცხოელ ექიმებს, რადგან ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესი იქნება. მე არ მაქვს კარგი პროგნოზი და ეს ყველაფერი ასე არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა. გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა - არაფერს ვერჩი, პირიქით, აქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს. საუბარი მაქვს MRT-ზე, რომელიც ნევროლოგებისთვის არის საჭირო, რათა ნახონ, რაშია საქმე, რის შემდეგაც, შესაძლოა მკურნალობა შეიცვალოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი