„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე ხონის საკრებულოს წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე ხონის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო ჭელიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, მას სტენოკარდიული შეტევის ნიშნები ჰქონდა და მისი სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაწყვიტა.

ამასთან, როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ბესო ჭელიძე შიმშილობას აღარ დაუბრუნდება.

„სტენოკარდიული შეტევის ნიშნები იყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჭიროდ ჩათვალა, რომ სტაციონარში გადაეყვანათ ამის გამო. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. შიმშილობის პროცესს ის აღარ დაუბრუნდება. შევხედავთ როგორი იქნება მისი მდგომარეობა და აუცილებლად გავგზავნით სახლში. ჯერჯერობით სტაციონარში რჩება. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლზეა, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში მათ მედიკოსები ადგილზე აღმოუჩენენ ხოლმე დახმარებას და თუ საჭირო ხდება, მხოლოდ ამის შემდეგ გადაჰყავთ საავადმყოფოში“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მე-7 დღეა პარტიის ცენტრალურ ოფისთან სპეციალურ მოწყობილ კარვებში შიმშილობენ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა