ვაქცინაციის წახალისების კამპანია იანვარშიც გაგრძელდება და აცრის შემთხვევაში 200-ლარს უკვე 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ.

„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება. ეს იყო გადაწვეოილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ 200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო