რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები დაიწყოს.

როგორც მან საპატიმროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები უნდა გაიმართოს რუსთაველის გამზირზეც და ყველა იმ ადგილას, საიდანაც ხელისუფლებას ხმას მიაწვდენენ.

ამასთანავე, მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებაა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ ვიცით ამ ეტაპზე როგორ არის, აქვს თუ არა დაზიანებები. ძალადობის მსხვერპლი ყველა შემთხვევაში არის და იქნებოდა, იმიტომ რომ მას გაცხადებული ჰქონდა საღ გონებაზე, რომ ის თავის ნებით არ დატოვებდა კლინიკას, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ექიმების თქმით, ასევე მისი შეგრძნებით, არ იყო დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, ის უნდა დარჩენილიყო სულ მცირე გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამას რა თქმა უნდა, შესაბამისი, ადეკვატური და პროპორციული რეაგირება ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შიმშილობენ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, რუსთავის ციხესთან, მათ შორის, რუსთაველზე და ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც კი შეიძლება პროტესტი მივიდეს ხელისუფლების ყურამდე“, - განაცხადა კუპრავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას