ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში - ეს არის წამების გაგრძელება

დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარები გადაკეტა - ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და დავალებას ასრულებენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის საპატიმროში გადმოჰყავდათ, რეანიმობილში მას განუმარტეს, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, რაც ადვოკატის თქმით, არის წამების გაგრძელება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად. შუაღამისას მიადგა ძალიან ბევრი ფორმიანი თანამშრომელი, უთხრეს, უნდა წაგიყვანოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიო. რაც ძალიან საყურადღებოა, როდესაც გადმოჰყავდათ და როდესაც წამოიჭრა საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ცუდად რომ გახდეს, რა უნდა ქნან, პასუხი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში მიიყვანდნენ ანუ ეს არის წამების გაგრძელება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით ვისმინეთ, როგორ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში, როგორი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მის წინააღმდეგ და ამის ირგვლივ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება, რის გამოც სამსახურს ხურავენ და ამ დროს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან, თუ რაღაც დამძიმდა, მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაგიყვანენო. ეს არის წამების გაგრძელება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილება გაწერის თაობაზე არის, რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური, პროპაგანდისტული გადაწყვეტილებები. ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს არის ხელისუფლების ნარატივი, რომ ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს მე-12 დაწესებულებაში.

ჩვენ ველოდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვიზიტებს და იმედია, შეფერხება არ ექნებათ, როგორც გორის ჰოსპიტალში ბოლო დღეებში ფაქტობრივად, აკრძალეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტები და ვნახოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებები ამ ნაწილში.

დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარები გადაკეტა. როდესაც ვსვამთ კითხვას, რატომ არ გვეძლევა პირისპირ საუბრის შესაძლებლობა, ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და საუბრის თავიც ისე, რომ მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის განმავლობაში გართულებულია, შესაბამისად, ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, რასთან დაკავშირებითაც მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და დავალებას ასრულებენ,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო