რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად  ადვოკატი მივიდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დეტალურად გაივლის რამდენიმე საკითხს, მათ შორის, იმას თუ როგორ მოხდა მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ეტაპირება და ხომ არ მომხდარა მისი უფლებების დარღვევა.

თუთბერიძის თქმითვე, მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგეს, რომ "მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს".

"მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება განხორიციელდა, სააკაშვილის მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის, ის ისე წამოიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. საქართველოში არ მეგულება არც ერთი სხვა საქმე, სადაც ასეთი ცალსახა დასკვნები არსებობს ობიექტური და მათ შორის, მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ძალის დემონსტრირების რეჟიმზეა გადასული",- განაცხადა თუთბერიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025