შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები პერსონალურ საკითხებამდეა დაყვანილი, რაც არასწორია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია, როდესაც ინსტიტუციურ განვითარებაზე ვსაუბროთ, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კითხვას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის ჩამოყალიბება რატომ განხორციელდა აღნიშნული უწყების ლიკვიდაციის და არა მისი რეორგანიზაციის ფორმით.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ინსტიტუციური კუთხით პარლამენტმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ეს რომ ასეა, აღარავინ კამათობს.

“რამდენი ხანია დისკუსია მიდის. ყველა დავაკვირდით, რომ არ თქმულა არც ერთი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ უნდა არსებობდეს ორი ინსტიტუცია - ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვით კუთხით და ცალკე - საგამოძიებო სამსახურის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი ინსტიტუცია არის საჭირო, აუცილებელი და სწორი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების შინაარსთან და ზოგადად, რეფორმის არსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს, პაპუშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს