ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან

„ათასწლეულის ფონდი“ აშშ საელჩოს მხარდაჭერით ათასწლეული ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს.

ღონისძიება ხვალ, 17:00 საათზე, კლუბ „რესპუბლიკაში“ გაიმართება.

„ათასწლეულის ფონდის“ ინფორმაციით, კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს. მეორე ადგილზე გასული გუნდს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ასაჩუქრებს საერთაშორისო საზაფხულო ბანკში მონაწილეობით. მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს.

„საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს დაასაჩუქრებენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, “თიბისი ბანკი”, “ჯეოლაბი” და აკადემია „ლეტერატო“. კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსში მონაწილე თერთმეტი ფინალისტი გუნდი წარმოადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის საელჩოს და კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე ჯამში 64 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 45% - თბილისიდან, ხოლო 55% - რეგიონის სკოლის მოსწავლეებისგან იყო წარმოდგენილი. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 2 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნულია „ათასწლეულის ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო