გიორგი ვაშაძე - აბსურდულია ის განაჩენი, რომლის შედეგადაც დღეს ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი გაასამართლეს თაღლითობის მუხლით

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული შეკერილი საქმე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპონენტების და მედია მენეჯერების დევნას აგრძელებს.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება” აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, როგორც ოპონენტების, ასევე მედია მენეჯერების წერეთლის, გვარამიას და სხვების მიმართ. სამწლიანი ეპოპეის შემდეგ „ქართულმა ოცნებამაც“ კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში, რადგან ეს ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. ასევე აბსურდულია ის განაჩენიც, რომლის შედეგადაც ისინი დღეს გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დარწმუნებული ვარ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს ინსტანციები გააცამტვერებს ბრალდებას, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოუტანა მათ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დევნის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასასრულებლად არის თავდაუზოგავი ბრძოლა კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით, რასაც დღეს აკეთებს და კიდევ უფრო აქტიურად გააკეთებს “სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა პოლიტიკურ ძალებთან და დასავლელი პარტნიორებთან ერთად. მხოლოდ ამ თავდაუზოგავ და პრინციპულ პოლიტიკურ ბრძოლას შეუძლია მოგვიტანოს გამარჯვება და წარმატება. რაც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს