მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქალაქო სასამართლოში მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე არსებითი სხდომა უნდა გაიმართოს.

ალასანიასთვის ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა სხდომაზე დასწრების უფლებას.

მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქალაქო სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილის შესახებ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების საკითხზე ინსპექტორის სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს“.

გიული ალასანიას განცხადებით, სასამართლოს შეფასება არასამართლიანია.

„ჩემი შეფასება ისაა, რომ არ იყო სამართლიანი გადაწვეტილება, ყველასთვის ნათელია ის, რომ ჩემს შვილზე წყდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა