„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ზამთრის სპეციალური აქცია გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ზამთრის სპეციალური აქცია გრძელდება. ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, 28 თებერვლის ჩათვლით, მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების სხვადასხვა ავტონაწილის შეძენასა და გარკვეული სერვისების მიღებას 20%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის ზამთრის აქციაში ჩართვის ერთადერთი პირობა „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნაა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, ცენტრი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და აქტუალობიდან გამომდინარე, ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-სერვისზე რეგულარულად სთავაზობს სხვადასხვა სპეციალურ შეღავათსა და აქციას. მისი თქმით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ზამთრის აქციით სარგებლობა და მომსახურების ხელსაყრელ ფასად მიღება ტოიოტას ნებისმიერ მძღოლს, ასევე იურიდიულ პირს შეუძლია.

„ზამთრის სეზონზე ჩვენი მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება ავამოქმედეთ, რაც ორიგინალი წარმოების გარკვეულ ავტონაწილების შეძენაზე და მათი შეცვლის სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. მომხმარებელს, რომელიც ზამთრის აქციის ფარგლებში წინასწარ ჩაეწერება მომსახურების მისაღებად, შესაძლებლობა აქვს, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს და შეცვალოს ორიგინალი წარმოების ისეთი მოთხოვნადი ავტონაწილები, როგორიცაა: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთის ფილტრი, სალონის ფილტრი, ანტიფრიზი, საქარე მინის საწმენდი სითხე და აკუმულატორი. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი, დამატებით 20%-იან შეღავათს მიიღებს ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორიცაა: ელექტროდიაგნოსტიკა და სავალი ნაწილის შემოწმება“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე განმარტებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში ნებისმიერი სახის ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ და მომხმარებელს უმოკლეს დროში განუახლებენ ავტომობილს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც ზამთრის სპეციალური აქციით სარგებლობა სურს, საჭირო სერვისის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.toyota.ge ან დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ხოლო შემდეგ ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათს კი - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;

www.toyota-tbilisi.com

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო