ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს, რასაც სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება

სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზა კვლავ გაუუქმეს. მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა, რასაც, სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება და შესაბამისად, ის ჩემპიონატს ვეღარ დაესწრება.

იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო.

„მორისონის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ავსტრალიის საზღვრები, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება