პროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე - ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო - ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს

ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება," - განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და მათ 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს