იაგო ხვიჩია - მოლოდინები, რომ ხვალვე შერიგდებიან მიშა და ბიძინა, ის ციხიდან გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის სერიოზული და ამის იმედად არავინ უნდა ყოფილიყო ისედაც

მოლოდინები, რომ ხვალვე შერიგდებიან მიშა და ბიძინა, ის ციხიდან გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის სერიოზული და ამის იმედად მგონი არავინ უნდა ყოფილიყო ისედაც, - ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, არანაირი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესი შედეგს არ გამოიღებს, რადგან მნიშვნელოვანია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს მისი მიდგომები.

„მგონია, რომ არანაირი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო, ქვეყანაში არანაირი ეროვნული კონფლიქტი არ არსებობს. არსებობენ პოლიტიკოსები ერთი პარტიიდან და მეორედან, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ და საკუთარ მომხრეებს ყოველდღიურად, საკუთარი მედიასაშუალებებით და პოლიტიკოსების მეშვეობით აქეზებენ, რომ მინიმუმ გაიწიონ სიტყვიერად, მეორე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებზე. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის დასამთავრებელი. თუ დამთავრება უნდათ, „ნაცმოძრაობამაც“ რომ ცალმხრივად შეწყვიტოს, აღარ არის იმ რეჟიმში, რა რიტორიკითაც გამოირჩეოდა და გადაწყვიტოს, რომ ჩვეულებრივ პარტიასავით მოიქცევა, რომელსაც კოლეგებთან აქვს სალაპარაკო პროგრამებზე, იდეებზე, ბოდიშებია რაღაცებზე მოსახდელი, - თუ ამას გაიგებენ, მართლაც შანსი ექნებათ, რომ ტრანსფორმირდნენ რაღაც გიჟობიდან საპარლამენტო ცხოვრებაში, თუ არა და შეუძლიათ გააგრძელონ ქუჩაში იგივეს გაკეთება, რასაც აქტივისტების მეშვეობით აკეთებდნენ, მაგრამ დიდი ხანი ეს ვერ გაგრძელდება, რადგან მათი ლიდერი ციხეში ზის. მოლოდინების წარმოშობა, რომ ხვალვე შერიგდებიან მიშა და ბიძინა, ის ციხიდან გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის სერიოზული და ამის იმედად მგონი არავინ უნდა ყოფილიყო ისედაც. სადამდე მიგვიყვანს არ ვიცი, მაგრამ არაფერი, რომ არ ფუჭდება ამით, ესეც ვიცი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია