ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ორშაბათს წარადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ერთიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს მომავალ სამოქმედო გეგმასა და აქტუალურ გადაწყვეტილებებს, ორშაბათს წარმოადგენს. როგორც ხატია დეკანოიძემ განმარტა, ამ სტრატეგიის შემუშავებაში „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ერთიანი იყო და ის მოიცავს, გადაწყვეტილებებს როგორც საპარლამენტო, ასევე პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. ამიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობაში ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარალამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, 31 იანვარს,12:00 საათზე წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა