დავით ბერძენიშვილი - მდინარაძეს ჰგონია, მართალი უნდა იყო მტერთანაც და მოყვარესთანაც, მაგრამ ორივესთან ვერ იქნები მართალი - მახსენდება ჩერჩილის პასუხი: „ომსა და უღირსობას შორის, თქვენ აირჩიეთ უღირსობა და მიიღებთ ომს“

მდინარაძეს ჰგონია, რომ მართალი უნდა იყო მტერთანაც და მოყვარესთანაც, ორივესთან ვერ იქნები მართალი და გამოუვიდა, რომ მას ჰგონია, მართალია მტერთან, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ „ფსევდო პრაგმატიზმს“ შიში განსაზღვრავს.

„ასეთ დროს მახსენდება, მიუნხენის გარიგების შემდეგ, რა უპასუხა ჩერჩილმა ჩემბერლენს: უღირსობასა და ომს შორის, თქვენ აირჩიეთ ღირსებაზე უარის თქმა და მალე მიიღებთ ომს. მე არ ვამბობ, რომ უკრაინაში ომი იქნება და მერე ჩვენც ომი გვექნება, მაგრამ ძალიან დაძაბული ვითარებაა. როცა კოალიციური მმართველობა იყო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავდა, პოლიტიკას საზღვრავდა ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინც პარლამენტში წამყვანი ძალა იყო - მაშინდელი კოალიციის პროდასავლური ნაწილი. ამის შემდეგ ვუყურებთ ჩვენი ხელისუფლების დეგრადაციას და დაკნინებას. 2016-2020 წლების და განსაკუთრებით 2020 წელს ძალიან ჭრიალ - ჭრიალით არჩეული ხელისუფლება, რაც დრო გადის უფრო და უფრო იცლება პოლიტიკისგან, უფრო და უფრო უსახური და უფერული ხდება, მართლა სასაცილოა.

მე მგონი, შიში განსაზღვრავს ამ ფსევდო პრაგმატიზმს. ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს არ სჯეროდა ნატო-სი. მისი ხაზი იყო ასეთი, კი, კარგი იქნება რომ მიგვიღონ, მაგრამ არ მიგვიღებენ. რა თქმა უნდა, აქვს პერსონალური შიში.

იყო შეთანხმებული ტექსტი და მდინარაძე ისე პოზიტიური იყო ამ მოლაპარაკებებში, უცებ ეს შეცვლა ჰგავს უცებ ბრძანებას. სხვა ვინ არის ბრძანების გამცემი? - კობახიძე ის კაცი კი არაა, ბიძინას გარდა ვინმე თავზე დაისვას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 31 დეკემბერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეზოლუციაში "ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება".

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით ბერძენიშვილი - მდინარაძეს ჰგონია, მართალი უნდა იყო მტერთანაც და მოყვარესთანაც, მაგრამ ორივესთან ვერ იქნები მართალი - მახსენდება ჩერჩილის პასუხი: „ომსა და უღირსობას შორის, თქვენ აირჩიეთ უღირსობა და მიიღებთ ომს“

მდინარაძეს ჰგონია, რომ მართალი უნდა იყო მტერთანაც და მოყვარესთანაც, ორივესთან ვერ იქნები მართალი და გამოუვიდა, რომ მას ჰგონია, მართალია მტერთან, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ „ფსევდო პრაგმატიზმს“ შიში განსაზღვრავს.

„ასეთ დროს მახსენდება, მიუნხენის გარიგების შემდეგ, რა უპასუხა ჩერჩილმა ჩემბერლენს: უღირსობასა და ომს შორის, თქვენ აირჩიეთ ღირსებაზე უარის თქმა და მალე მიიღებთ ომს. მე არ ვამბობ, რომ უკრაინაში ომი იქნება და მერე ჩვენც ომი გვექნება, მაგრამ ძალიან დაძაბული ვითარებაა. როცა კოალიციური მმართველობა იყო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავდა, პოლიტიკას საზღვრავდა ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინც პარლამენტში წამყვანი ძალა იყო - მაშინდელი კოალიციის პროდასავლური ნაწილი. ამის შემდეგ ვუყურებთ ჩვენი ხელისუფლების დეგრადაციას და დაკნინებას. 2016-2020 წლების და განსაკუთრებით 2020 წელს ძალიან ჭრიალ - ჭრიალით არჩეული ხელისუფლება, რაც დრო გადის უფრო და უფრო იცლება პოლიტიკისგან, უფრო და უფრო უსახური და უფერული ხდება, მართლა სასაცილოა.

მე მგონი, შიში განსაზღვრავს ამ ფსევდო პრაგმატიზმს. ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს არ სჯეროდა ნატო-სი. მისი ხაზი იყო ასეთი, კი, კარგი იქნება რომ მიგვიღონ, მაგრამ არ მიგვიღებენ. რა თქმა უნდა, აქვს პერსონალური შიში.

იყო შეთანხმებული ტექსტი და მდინარაძე ისე პოზიტიური იყო ამ მოლაპარაკებებში, უცებ ეს შეცვლა ჰგავს უცებ ბრძანებას. სხვა ვინ არის ბრძანების გამცემი? - კობახიძე ის კაცი კი არაა, ბიძინას გარდა ვინმე თავზე დაისვას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 31 დეკემბერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეზოლუციაში "ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება".

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის