ბადრი ჯაფარიძე - სვენ მიქსერის ამოცანაა, სრული ინფორმაცია შეკრიბოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების პოზიციები გაიგოს

სვენ მიქსერის ამოცანაა, შეკრიბოს სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების პოზიციები გაიგოს, სად არის პრობლემა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან სვენ მიქსერთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა პრობლემურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასაც.

"შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა, ასევე საუბარი იყო რეზოლუციაზე, რომელიც მიღებული იყო ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ, ამ შემთხვევაშიც არანაირი მცდელობა არ გვქონია მმართველი პარტიის მხრიდან კონსენსუსის მიღწევის და მივიღეთ რეზოლუცია, რომელსაც ოპიზიციამ მხარი ვერ დაუჭირა,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე მიქსერი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ კი, სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. კომიტეტის დასრულების შემდეგ მიქსერი, სავარაუდოდ, მედიისთვისაც გააკეთებს კომენტარს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო