გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის „ბირჟაზე" იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა

ვფიქრობ, "ნაცმოძრაობას" მართებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა, ვინაიდან ამას (სააკაშვილის წარმოდგენილ ხედვას) კონკრეტიკა აკლია - ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის "ბირჟაზე" იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სიღრმისეული ინფორმაციის არმქონე ადამიანის დაწერილს ჰგავს.

„სააკაშვილი არ მგონია იცნობდეს საგადასახადო სისტემას, რომელიც მისი მმართველობის შემდეგ საერთოდ შეიცვალა და ძარცვიდან სახელმწიფო გადავიდა ბიზნესის ხელშეწყობაზე. არ მგონია მას ზედმიწევნით ინფორმაცია ჰქონდეს ან საერთოდ რაიმეს კითხვის, გაანალიზების უნარი გააჩნდეს. თუკი მართლა არიან ეკონომისტები მათ შორის, რომელიც ფრაქციაშიც ჰყავთ, მუშაობა უნდა იყოს ამ თემებზე და არა ის, რომ მუდმივად ისმოდეს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საკნიდან უნდა გამოვიდეს. თუ რაიმე აქვთ, წარმოადგინონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მათ ადგილას, უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემდა „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს.

„რასაკვირველია, ეს ბავშვური წამოძახება, რას იზამდა, რა ტყვია - წამალს გააგზავნიდა, არის ძალიან შორს იმ რეალობიდან, რაც დღეს მსოფლიოს ახასიათებს ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს