ივანე ჩხაიძე - რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს

იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს მოვლენების განვითარების სხვაგვარი სცენარიც, რადგან რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი. ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს.

„ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ ნიშნულზეა, ერთი პოზიტიური ინფორმაცია რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რიცხვიც მაღალია, ის არ არის უფრო მეტი, ვიდრე 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 200 შემთხვევა. ეს ტოვებს იმედს, რომ შესაძლებელია სწორედ 2 თებერვლის მაქსიმუმი იყოს მეექვსე ტალღის პიკი და მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა შესაძლებელია სხვა სცენარიც. რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2- პიკიანი მრუდი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს