შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობაიას ელვუდსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოვლინებულ მრჩეველს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში.

ასევე, ხაზი გაესვა ბრიტანული მხარის ჩართულობას საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში, კერძოდ კი, საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა