თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

„თიბისის“ IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობები მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერიაა.

როგორც „თისისიში“ აცხადებენ, ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე პროფესიონალებისადმი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია.

„თიბისიმ“, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რეგიონში, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიების დარგში. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული „თიბისის“ გუნდის წევრი გახდა.

თამარ დოკვაძე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია „თიბისის“ საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში. აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, Front-end Development-ზე ისწავლა და „თიბისის“ გუნდს შეუერთდა.

დოკვაძე მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა.

“აკადემიის დამსახურებაა მთლიანად ის, რომ მე ამ პოზიციაზე ვარ. აკადემიის დასრულების შემდეგ დავსაქმდი „თიბისიში“ და იქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო განვვითარდი”, - აღნიშნავს თამარ დოკვაძე.

დოკვაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან იგი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა, “თიბისის“ IT აკადემია კი საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი”.

2019 წელს, აკადემიის დაწყებისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია „თიბისის“ პლატფორმების ლიგაში.

კურსის გავლამდე გიორგი გვალია ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა. სწავლის დასრულებიდან წელიწადნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა, IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო.

„ტესტირების ავტომატიზაციის პირველ კურსზე, რომელიც 2020-ის დეკემბრიდან დაიწყო, ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციულ საკითხებს, სტუდენტებს ვუწევდი ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ კი მალევე გავხდი ასოცირებული პარტნიორი”, - ამბობს გიორგი გვალია.

აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია ლუკა ჩიტიაშვილიც, რომელიც დეველოპერი / ასოცირებული პარტნიორია „თიბისის“ ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში. IT აკადემიის დასრულების შემდეგ ჩიტიაშვილმა „თიბისიში“ სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა გუნდში იმუშავა.

IT აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და „თიბისის“ Chapter Lead-ია გიორგი არაბული, რომელმაც „თიბისის“ აკადემიის შესახებ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე შეიტყო. არაბული ამბობს, რომ მანამდე ტექნოლოგიური მიმართულებით მწირი ცოდნა ჰქონდა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კარგი თეორიული საფუძველი გაუჩნდა, მისი დასრულების შემდეგ კი თიბისის ინვესტიციების გუნდს შეუერთდა.

„თიბისის“ ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელის, გვანცა მურღვლიანის თქმით, „თიბისი“ აკადემიას Boot camp პროგრამები გამოარჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სპეციალობას სტუდენტები ინტენსიურ ფორმატში, 3-დან 4 თვემდე პერიოდში შეისწავლიან. გარდა ამისა, მურღვლიანი აღნიშნავს, რომ კურსები, რომლებიც IT აკადემიაში ისწავლება, უნიკალურია.

„IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომელიც ბაზარზე სხვაგან არ ისწავლება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი - მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ უცვლელი რჩება,“ - ამბობს გვანცა მურღვლიანი.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ხოლო ამ პროცესში მათ დახმარებას თიბისის IT აკადემია გაუწევს.

კურსდამთავრებულები კი აღნიშნავენ, ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ “შესაძლებლობებით და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ!“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა