ირაკლი შოთაძე - სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმირებაა ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში. სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2021 წელს, რაც გამოიხატა ჩვენს მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობაში. ამის პარალელურად, სამწუხაროდ მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად, ჩვენი, პროკურორების დემოტივაციას და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით, გავლენის მოხდენის მცდელობას. თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აპირებს აქტიურად მუშაობას, რომ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს