ელისეს სასახლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „ინტენსიურად იმუშავებენ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ჩატარებაზე მომდევნო რამდენიმე საათში“. ამის შესახებ ელისეს სასახლის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ელისეს სასახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის მიზანი იქნება „ყველა მხარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება შეხების ხაზზე“.

განცხადების თანახმად, ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა „პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა“ განხორციელდება „უახლოეს დღეებში და კვირებში“. ასევე შეხვედრას გამართავენ საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის, რუსეთის ფედერაციის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლებს მოიცავს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება