ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სხდომათა დარბაზში, ადვოკატების გვერდით განთავსებას ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სხდომათა დარბაზში, ადვოკატების გვერდით განთავსებას ითხოვენ.

აღნიშნული შუამდგომლობით უფლებადამცველებმა მოსამართლეთა კოლეგიას მიმართეს.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მათ სურთ, მიხეილ სააკაშვილი პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად, დარბაზში, ადვოკატების გვერდით იმყოფებოდეს.

კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განმარტებით, დარბაზი უსაფრთხოებისთვის ამგვარადაა მოწყობილი და ამ წესს ვერ შეცვლის და რომ მხარეები სხედან იქ, სადაც მათთვის განკუთვნილი ადგილია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა პატიმრობაში მყოფი პირები დარბაზში, ადვოკატების გვერდით სხედან ხოლმე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ბრალდების მხარემ.

„წერილობითი შუამდგომლობაა საჭირო, ვინაიდან ადვოკატებისთვის ახალი გარემოება არ არის ის, რომ ბრალდებული მისთვის განკუთვნილ ნაწილში განთავსდებოდა და ეს უნდა სცოდნოდათ წინა პროცესზე. არ არის მათი პოზიცია სწორი, რომ ეს ახალი გარემოებაა და ზეპირად აყენებენ შუამდგომლობას. პროცესის თანახმად, სასამართლო არ განიხილავს იმ შუამდგომლობას, რომელიც ზეპირადაა და უნდა იყოს წერილობით“, - განაცხადა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ, რის შემდეგაც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორ ცქვიტარიას მიმართა - „შენ საიდან აღმოცენდი“?. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ ადვოკატს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს