პრეზიდენტი - მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი - მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს

მე ვერ ვიქნები წინააღმდეგი პრაგმატული მიდგომისა - მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას BBC-ის ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე: რას ფიქრობთ უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა გამოსცა და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებით? - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ქვეყანას ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, სადაც ყველაფერი ანექსიისკენ მიდის, ამიტომ „პრინციპებზე საუბარი ჯეროვანი არ არის და საკითხი დასაბალანსებლად იოლი არაა“.

„საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემს პრინციპებს, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიციას წარმოვადგენ. მგონი, ეს ძალიან ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, კითხვა თავისთავად საინტერესოა - მე ვერ ვიქნები წინააღმდეგი იმ პრაგმატული მიდგომისა, უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებული გვაქვს, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ ამბავს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში რომლებიც ქართულ ენასთან და წვდომას ვერ ახორციელებენ, აფხაზურ ენაზე ვერ ახორციელებენ ურთიერთობას. ორივე ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებია და ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს. პრინციპებზე საუბარი ჯეროვანი არ არის და საკითხი დასაბალანსებლად იოლი არაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა