ბექა კობახიძე - რუსეთი რესურსების ნაწილში ლამის „დამკაში გავიდა“, რაც არ უნდა მეტი ახალწვეული გაიწვიონ, ადგილზე არანაირი ხელშესახები ეფექტი არ ექნებათ

რუსეთი რესურსების ნაწილში ლამის „დამკაში გავიდა“, რაც არ უნდა მეტი ახალწვეული გაიწვიონ, ადგილზე არანაირი ხელშესახები ეფექტი არ ექნებათ, - ამის შესახებ ექსპერტმა ბექა კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, 15 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი ზრდიდა ესკალაციას იმ იმედით, რომ დასავლეთი უკან დაიხევდა და ამ ვითარებაში კი პირველად მოხდა როდესაც, დასავლეთმა უკან არ დაიხია.

„არ მგონია რამე რესურსი ჰქონდეთ, რომ წინ წაიწიონ. ჯავშანტექნიკის მობილობის მიმართულებით არის სრული კრახი. ეკონომიკური რესურსების ნაწილში ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე თვე ეყოფა რუსეთს ყინჩად რომ იყოს, მას 200 მილიარდის შიდა რეზერვი ჰქონდა, რისი გაყინვაც დასავლეთმა ვერ მოახერხა. ახლა გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მძიმე არტილერიის და რაკეტების გარდა, არ დარჩათ არცერთი ინსტრუმენტი. მაგრამ, ამავდროულად არსებობს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე, რუსეთს სურს აქამდე მიიყვანოს საქმე, რადგან ომშია და მისი ეკონომიკა არ არის მზად ებრძოლოს დასავლეთის ეკონომიკას.

რუსეთის შეიარაღებული ძალები არ არიან მზად, რომ დაამარცხონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ორივე შემთხვევაში არის არაუპირატეს მდგომარეობაში. მას უნდა გადავიდეს ისეთ ველზე, სადაც მინიმუმ თანაბარი ვითარება ექნება მოწინააღმდეგესთან. რუსეთის გარკვეული უპირატესობაა, რომ ის არის თავზეხელაღებული და დასავლეთი არის უფრო ფრთხილი, ესკალაციაზე გადასვლის ვითარებაში რუსეთ იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკან დაიხევს. მთელი 15 წელი პუტინი ზრდის ესკალაციას იმ იმედით, რომ დასავლეთი უკან დაიხევს და გამოდის გამარჯვებული, ამ ვითარებაში, პირველად მოხდა როდესაც დასავლეთმა უკან არ დაიხია“, - აღნიშნა ბექა კობახიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს