ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა - არ დასტურდება, არავითარი მტკიცებულება და არგუმენტი, რომლითაც 2008 წლის ომში ქართული მხარის დადანაშაულებაა შესაძლებელი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა - არ დასტურდება, არავითარი მტკიცებულება და არგუმენტი, რომლითაც 2008 წლის ომში ქართული მხარის დადანაშაულება არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა, გაბათილებულია, რაც ქვეყნის მორიგი გამარჯვებაა.

“საქართველომ საერთაშორისო დონეზე, სტრასბურგის სასამართლოში ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ 2021 წლის 21 ივლისს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამ ისტორიული გამარჯვების ჯაჭვია და მორიგი გამარჯვება დადასტურდა დღეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებულად, 370 ინდივიდუალური სარჩელი იყო შეტანილი, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ყველა ის შესაძლო პოზიცია გააბათილა, რაც ინდივიდვალურ საჩივრებში იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე რუსეთის წინააღმდეგ დავას ვაგრძელებთ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დონეზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ დაუშვებლად 370 ინდივიდუალური საჩივარი ცნო.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ