ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა

ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის დღე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.

ამასთან, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ახლად აშენებულ მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში პანაშვიდი ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ აღავლინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

,,ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინასებით რეაბილიტირებულ მემორიალურ სახლს, სადაც ეროვნულმა გმირმა, ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა, 2018 წლის 3 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში მომხსენებელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გელა მამფორიამ გამართა კონფერენცია თემაზე ,,ღვაწლი მოწამისა, ღვაწლი მარტვილისა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად