BTU განახლებადი ენერგიების მიმართულებით, ევროკავშირთან პარტნიორობით ტრენინგებსა და გადამზადების კურსებს იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის დაფინანსებით 2022 წლიდან ჟან მონეს პრესტიჟული სქემის ახალ პროექტს იწყებს.

EU for Energy Security and Renewable Energy (EU-Energy-SSDP) - ჟან მონეს 3 წლიანი მოდულია, რომელიც BTU-ს განახლებადი ენერგიების ლაბორატორიის ფარგლებში არაერთ აქტივობას განახორციელებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის.

განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევები, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან - ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც საერთაშორისო პროექტი ფოკუსირდება.

აქტივობებს შორისაა:

  • 2 ახალი სასწავლო კურსის შემუშავება: EU Energy Security Policies და Renewable Energy Policies in EU and Georgia
  • საზაფხულო სკოლის ორგანიზება: EU for Energy Security and Renewable Energy
  • კვლევა: Renewable energy sources utilization in Georgia and its compliance with EU agenda
  • EU4ENERGY კვირეული

განახლებადი ენერგიების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე აქტიურად ფუნქციონირებს Res Lab - განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, რომლის ფარგლებშიც BTU-ს პროფესორების ჩართულობით რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის კვლევა განხორციელდა. BTU Res Lab-ი განიხილავს საქართველოს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ახორციელებს შესაბამის კვლევებსა და მართავს კონსულტაციებს. ლაბის ფარგლებში შექმნილია სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები ერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხლილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში. ლაბორატორია არის ერთგვარი დამაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობას, კერძო სექტორს, სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმ აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ, რაც გადამწყვეტია დღევანდელი საქართველოსა თუ რეგიონის მოცემულობაში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში