დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება - თუ ვერ იქნება მტკიცებულება, უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის იმ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს.
სარჯველაძის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბევრი თვალსაზრისით ითხოვს ყურადღებას და იმსახურებს შეფასებას.
„შეფასებას მოითხოვს, თუ რამდენად კორექტული, რამდენად სამართლიანი და რამდენად არგუმენტირებული შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები ამ განცხადებას აქვს.
საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში მკაფიოდ იყო არამც თუ უბრალოდ უარყოფილი, არამედ პრაქტიკულად გამორიცხული, რომ ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს. რა მდგომარეობაშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ვფიქრობ, გარკვეული სიფრთხილე გვავალდებულებს და მეორეს მხრივ გვზღუდავს შესაძლებლობაში, რომ რელევანტურად წარვმართოთ შემდგომი პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით.
ყველაზე რეალისტურ ახსნად მიმაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლების შიგნით ასეთი მცდარი პოზიციების არსებობის ფაქტორს "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურთა საკმაოდ კარგი სანაცნობო და მეგობრული ურთიერთობები შეიძლება წარმოადგენდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"