თბილისის მერის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მოხსენებით წარდგა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ 2022 წლის 4-5 აპრილს ორგანიზებულ მერების ფორუმზე, თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერის მოადგილე მოხსენებით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის, საზიარო მობილობისა და უსაფრთხო გზების სესიაზე წარდგა. როგორც ანდრია ბასილაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თვისობრივად ახალი, მდგრადი დაგეგმვის მეთოდები დაინერგა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვამ გამოიწვია ტრადიციულიდან ახალ, მდგრადი დაგეგმვის მეთოდებზე გადასვლა და სტრუქტურული ცვლილებები ქუჩების დიზაინსა და თბილისში ჩამოყალიბებულ სატრანსპორტო სისტემებში, რაც, თავის მხრივ, ქალაქის მმართველობისგან ახალ მიდგომებს, ხოლო მოქალაქეების მხრიდან შესაბამისი სიახლეების მიმღებლობის პროცესს გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მერების ფორუმზე მიწვეულმა მონაწილეებმა ქალაქების მმართველობის პოლიტიკის საკითხებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება გააზიარეს. ჟენევაში მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს 50-მდე ქალაქის მერი მონაწილეობდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება