სერგო ჩიხლაძე - თუ ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორებას გააგრძელებს, ბოლოს არავინ დარჩება, რომ აღშფოთდეს - დავრჩებით მარტო

თუ გააგრძელებს ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორებას, ბოლოს არავინ დარჩება, რომ აღშფოთდეს - დავრჩებით მარტო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან.

„აქამდე არ უნდა მიეყვანა ხელისუფლებას, ამდენი კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩენილიყო. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ როგორმე ამ ესკალაციიდან გამოვიდეს. ჩვენ თუ ამათი მხარდაჭერა დავკარგეთ, ვის იმედზე ვრჩებით საერთოდ?! ხვალ რომ მართლა რაღაც დაგვემუქროს, ეს საფრთხეები რუსეთის არსებობის პირობებში ყოველთვის არის, გააღიზიანებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამაზე არ არის დამოკიდებული, ვის იმედზე ვხვდებით? ბოლოს არავინ დარჩება, რომ აღშფოთდეს ამ სიტუაციაზე, დახმარებაზე აღარ არის, თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორებას. გამოსავალი არის მაქსიმალური თანამშრომლობა უკრაინასთან, დასავლელ პარტნიორებთან, მაქსიმალური გამჭირვალობა და ინფორმაციის ღიაობა. რაც უფრო მარტივია, უბრალოდ მეგობრული განცხადებები. ასეთი მტრის ძიებით ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით მარტო ყველა გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს