ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „გირჩის" შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „გირჩის" დეპუტატების შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

როგორც საკომიტეტო განხილვისას დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, არ შეიძლება ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფის ჯგუფის ნივთიერებების გამო შეეფარდოთ. როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს სწორედ კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ციხეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ზოგადად, აღნიშნული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება წარმოადგენდა.

პროექტის ინიციატორების პოზიციაა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელი უნდა გაუქმდეს.

საკომიტეტო განხილვის დროს გამართული დებატებისას, კომიტეტის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მომხმარებელი კრიმინალი არ არის და მას მხარში დგომა და მკურნალობა სჭირდება, განსხვავებით გამსაღებლისგან, თუმცა როგორც სერგეენკომ აღნიშნა, წარდგენილი ინიციატივა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად ლეგალიზაციას წარმოადგენს.

"ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ნარკოპოლიტიკისადმი დაფუძნებულია ორ საკითხზე - ეს არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მოგვცეს ზიანის შემცირება. მართალი გითხრათ მე ვერ დავინახე ეს მომენტი. წარმოდგენილი ინიციატივა ვერაა მოხმარების შემცირების და მიწოდების შემცირების გზა. მივცეთ მეტი წვდომა ახალგაზრდებს განათლებაზე, სპორტზე, სამსახურის დაწყებაზე, მაინც და მაინც კანაფის ჩანაცვლებით უნდა გადავაგდებინოთ ეს ბიო?!" - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით კი, საკანონმდებლო ინიციატივით ავტორები, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

"იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანას პოპულარიზაციას ვეწევით. მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. ამიტომ, ვფიქრობ, დეკრიმინალიზაციაც უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. მგონია, რომ კანონპროექტი ლეგალიზების ტოლფასია, ამიტომ, მე როგორც ერთი დეპუტატი, ამას მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მზად ვარ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წავიდეთ წინ, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, კანონპროექტი სწორად დავამუშაოთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას ზიანს არ მოუტანს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „გირჩის" შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „გირჩის" დეპუტატების შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

როგორც საკომიტეტო განხილვისას დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, არ შეიძლება ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფის ჯგუფის ნივთიერებების გამო შეეფარდოთ. როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს სწორედ კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ციხეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ზოგადად, აღნიშნული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება წარმოადგენდა.

პროექტის ინიციატორების პოზიციაა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელი უნდა გაუქმდეს.

საკომიტეტო განხილვის დროს გამართული დებატებისას, კომიტეტის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მომხმარებელი კრიმინალი არ არის და მას მხარში დგომა და მკურნალობა სჭირდება, განსხვავებით გამსაღებლისგან, თუმცა როგორც სერგეენკომ აღნიშნა, წარდგენილი ინიციატივა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად ლეგალიზაციას წარმოადგენს.

"ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ნარკოპოლიტიკისადმი დაფუძნებულია ორ საკითხზე - ეს არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მოგვცეს ზიანის შემცირება. მართალი გითხრათ მე ვერ დავინახე ეს მომენტი. წარმოდგენილი ინიციატივა ვერაა მოხმარების შემცირების და მიწოდების შემცირების გზა. მივცეთ მეტი წვდომა ახალგაზრდებს განათლებაზე, სპორტზე, სამსახურის დაწყებაზე, მაინც და მაინც კანაფის ჩანაცვლებით უნდა გადავაგდებინოთ ეს ბიო?!" - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით კი, საკანონმდებლო ინიციატივით ავტორები, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

"იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანას პოპულარიზაციას ვეწევით. მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. ამიტომ, ვფიქრობ, დეკრიმინალიზაციაც უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. მგონია, რომ კანონპროექტი ლეგალიზების ტოლფასია, ამიტომ, მე როგორც ერთი დეპუტატი, ამას მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მზად ვარ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წავიდეთ წინ, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, კანონპროექტი სწორად დავამუშაოთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას ზიანს არ მოუტანს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება