დავით მათიკაშვილი უკრაინაზე - ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც გაიგზავნება სამძიმრის სათქმელად

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დელეგაცია საქართველოდან უკრაინაში წავა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც სამძიმრის გამოსაცხადებლად უკრაინაში წავა.

„მივდივართ, არის საუბარი იმაზე რომ მივდივართ უკრაინაში. უკრაინასთან მიმართებაში არსებობს ცალკეული კითხვის ნიშნები. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მისცა შესაბამისი განმარტება და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, როგორც სოციალური ქსელით, ისე ეს განმარტება საზოგადოებისთვის ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ მიდის ბუჩაში, ამასთანავე, გაკეთებული იყო განცხადება და ყველამ მოისმინა, რომ ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც გაიგზავნება სამძიმრის სათქმელად“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ბუჩაში ჩაიდინეს რუსებმა, საქართველოსთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

ამასთან, მისი განმარტებით, საქართველო უკრაინას გვერდში უდგას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს