ოკუპანტები გამუდმებით ცდილობენ მარიუპოლის შტურმით აღებას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ - ეს იქნება არა მათი განადგურება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვება. მარიუპოლს გაათავისუფლებენ. ჩვენი ბიჭები, რომლებიც იქ არიან, ნამდვილი გმირები არიან“, - განაცხადა მან.
ამასთან, კირილ ბუდანოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლის გარშემო მყოფი ოკუპანტების ჯგუფი დასუსტებულია.
"დაჯგუფება როგორიც იყო, ისეთი რჩება და მუდმივად ცდილობენ ამ ქალაქის შტურმით აღებას,“- აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"