ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

ამასთან, საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად.

მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს.

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა