სენატორი კრის კუნსი - ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია და შეჭრა -  ახლა დროა, ერთად დავდგეთ და გავაძლიეროთ ღირებულებები, რაც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს

ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია და შეჭრა. ახლა დროა, ერთად დავდგეთ და გავაძლიეროთ ის ღირებულებები, რაც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს, - ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაძლიერებას. როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია და შეჭრა. ახლა დროა, ერთად დავდგეთ და გავაძლიეროთ ის ღირებულებები, რაც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.

მან ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რაც ავღანეთში კონფლიქტის დროს გამოხატეს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს 20 წლის განმავლობაში ავღანეთში კონფლიქტის დროს ჩვენს გვერდით დგომისთვის. და იმ მსხვერპლისთვის, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაიღო. ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთად წინსვლის გაგრძელების გზით, უკრაინის წინააღდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობით, და ჩვენი საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერით“,- აღნიშნა სენატორმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა