ლოიდ ოსტინი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერია და საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის საჭიროებები იცვლება ბრძოლის ბუნების განვითარებასთან ერთად, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, აქცენტის ქვეყნის აღმოსავლეთით გადატანაა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერია და საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე. ბრძოლის ამ ეტაპზე, უკრაინელებს სჭირდებათ შორ მანძილზე ცეცხლი“, - განაცხადა ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად, უკრაინაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

„ნახეთ, რას ვაკეთებთ აქ პრეზიდენტის მიერ 800 მილიონი დოლარის ავტორიზაციის შედეგად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ 155 ჰაუბიცა, ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი,”- აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, დაინახა "მინიშნებები", რომ ბევრი ქვეყანა აპირებს უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები მიაწოდოს.

„ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ძლიერად ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივიღოთ ის, რაც მათ სჭირდებათ, ”- აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი