პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე

რუსეთში სავალუტო კრიზისის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზეინტერპრესნიუსი“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, მორიგი ამერიკული სანქციის შემდეგ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა. რუსეთში ვალუტით თავისუფალი ვაჭრობა შეწყდა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთში აღარ არსებობს რუსული რუბლის კურსის დადგენის საბაზრო მექანიზმები.

ის მოცემულობა, რის წინაშეც აღმოჩნდა რუსეთი, რა გავლენას იქონიებს რუსულ ეკონომიკაზე?

- ამ გადაწყვეტილებამ პანიკური განწყობები შექმნა და რუსეთის ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე რომ შექმნას დოლარის მიღების ახალი მექანიზმები.

გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან მოსკოვის სავალუტო ბირჟის მუშაობის შეჩერება დროებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ შეეჩერებინათ პანიკა და ახლა უნდა ფიქრობენ რა გააკეთონ. ახლა შაბათ -კვირაა და ამ დღეებში ბირჟები ისედაც არ მუშაობენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ცენრობანკი ძნელი სათქმელია.

შექმნილ ვითარებაში ორი რამაა მთავარი - რუსეთში ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ რუსეთის შემოსავლები ისეთი მაღალი არ არის, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რუსეთისთვის დაწესებულმა ფინანსურმა, ეკონომიკურმა სანქციებმა და შეზღუდვებმა რუსეთის ხელისუფლებას სავალუტო შემოსავლების პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მათ სხვა წყაროები მოძებნეს.

შექმნილ ვითარებაში ორი რამაა მთავარი - რუსეთში ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ რუსეთის შემოსავლები ისეთი მაღალი არ არის, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რუსეთისთვის დაწესებულმა ფინანსურმა, ეკონომიკურმა სანქციებმა და შეზღუდვებმა რუსეთის ხელისუფლებას სავალუტო შემოსავლების პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მათ სხვა წყაროები მოძებნეს

მოსკოვის ბირჟამ მუშაობა იმის გამო შეწყვიტა, რომ პანიკა შეეჩერებინათ. როცა სავალუტო ბირჟა მუშაობს, ის გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებებზე. გუშინდელი კურსი დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ცხადია, რომ ბირჟის დროებით შეჩერება დროებითი გადაწყვეტილება იყო და ახლა ისაა მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ხელისუფლება. ამის თქმა ძალიან ძნელია.

ფაქტია, რომ რუსეთს რესურსები აქვთ, მაგალითად აქვთ ფერადი ლითონები, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა არსებობს და შეუძლიათ ისინი გაყიდონ. სხვათა შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ცდილობდა შეევსოთ ვალუტის შემოსავლები და დაებალანსებინათ დანაკარგები, მაგრამ, ამ ვითარებაში ისინი რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თქმა ძნელია და უახლოეს დღეებში ვნახავთ.

ამ პროცესებს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა სამხედრო თვალსაზრისით. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას ნებართვა მისცა რომ მათი იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მანამდე უკრაინას აკრძალული ჰქონდა. ახლა უკვე უკრაინას შეუძლია დასავლური სამხედრო აღჭურვილობა გამოიყენოს რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც ეს იარაღი მიწვდება და გაანადგუროს ან დააზიანოს ინფრასტრუქტურის ან ომისთვის საჭირო მომარაგების წყაროები და ობიექტები. საუბარია ნავთობბაზებზე სამხედრო წარმოების ქარხნებზე და ასე შემდეგ.

ამ პროცესებს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა სამხედრო თვალსაზრისით. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას ნებართვა მისცა რომ მათი იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მანამდე უკრაინას აკრძალული ჰქონდა

ამ გადაწყვეტილებამ რუსეთში დიდი პანიკა გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ დასავლური სამხედრო ტექნიკა ბევრად უფრო მძლავრი, ეფექტური და სანდოა, ვიდრე რუსული იარაღი და ის თავდაცვის საშუალებები, რაც ამ დროისთვის რუსეთს აქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ბევრ ადამიანს, რომელიც რუსეთში ამ ბიზნესებში არიან ჩართული ფულის კეთების გზები აღარ ექნებათ.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება განადგურდეს ნავთობის საწარმოები, საწყობები და უკრაინული თავდასხმების შედეგად. სანქციების გარდა ამ ვითარებამ რუსეთში შექმნა დამატებითი პანიკა. რუსეთი დიდი ხანია სანქციების ქვეშაა, მაგრამ ამ სამხედრო - პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ჩემი აზრით, რუსეთს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

- უცხოური მედიის ცნობებით, თუ რუსეთის სავალუტო ბირჟისთვის სანქციების დაწესებამდე 1 დოლარის ფასი 90 რუბლი იყო, დოლარის ფასი სწრაფად გაიზარდა და ახლა 1 დოლარი 120 რუბლიდან 200 რუბლს შორის მერყეობს.

ამგვარი ვითარება რა რეალურ საფრთხეს შეუქმნის რუსულ ეკონომიკას?

- იმ შემთხვევაშიც, როცა სავალუტო ბირჟაზე დგება კურსი, ეროვნული ბანკი, ამ შემთხვევაში რუსეთის ცენტრობანკი მაინც ახდენს გავლენას ამ პროცესზე. ასეა, რადგან, რახან ეროვნული ბანკი აკეთებს ინტერვენციას, საბოლოო გადაწყვეტილებას კურსთან დაკავშირებით ისინი იღებენ. ანუ იმაზე, რამდენი და როგორ განახორციელონ ბაზარზე დოლარის ინტერვენცია.

რუსეთის ცენტრობანკს შეუძლია სხვა მექანიზმებით დააწესონ გაცვლითი კურსი. ეს პროცესი უზრუნველყონ თავისი რეზერვებით, მათ შორის უზრუნველყონ ძვირფასი ლითონებით და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, რუსეთს ახლა აქვს სხვა პრობლემა - მთავრობას არ აქვს ფული, რომ დააფინანსოს უკრაინაში სამხედრო აგრესია. მაგრამ, მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეროვნულმა ცენტრობანკმა დაბეჭდოს ფული და ფინანსურად უზრუნველყოს უკრაინაში თავისი სამხედრო ოპერაცია. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ წესით, გამოსავალი ვერ უნდა მოძებნოს.

რუსეთს ახლა აქვს სხვა პრობლემა - მთავრობას არ აქვს ფული, რომ დააფინანსოს უკრაინაში სამხედრო აგრესია. მაგრამ, მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეროვნულმა ცენტრობანკმა დაბეჭდოს ფული და ფინანსურად უზრუნველყოს უკრაინაში თავისი სამხედრო ოპერაცია. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ წესით, გამოსავალი ვერ უნდა მოძებნოს

დასავლური სანქციების შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს ის, რომ ევროპამ და ამერიკამ რუსეთისგან არ იყიდონ ოქრო და ფერადი ლითონები და ამის მსგავსი რუსეთის რესურსები. შესაძლოა, ჩინეთმა რაღაც გადაუგოს, მაგრამ, არა მგონია ეს საკმარისი იყოს.

- ჩინეთთან დაკავშირებით გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია. ჩინეთმა შეაჩერა რუსეთთან, ანუ, „სტრატეგიულ პარტნიორთან“ ფულადი გზავნილების გადარიცხვა. ახლა საინტერესოა მათ შორის ვაჭრობა რითი გაგრძელდება.

ფაქტია, რომ მოსკოვში იუანზე მოთხოვნა გაიზარდა. ახლა ბევრი იმაზე მსჯელობს -ჩინეთი დაიწყებს თუ არა რუსეთში იუანზე მოთხოვნის ზრდის კვალობაზე იუანზე მოთხოვნის დეფიციტის შექმნას?

- ჩინეთისთვის საინტერესოა ის, რომ რაც შეიძლება მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში და რუსეთი რაც შეიძლება მასზე დამოკიდებული გახდეს. შესაძლოა, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ტრანსაქციების შეჩერება იმით იყოს განპირობებული, რომ მათ რუსეთში წაახალისონ იუანის გამოყენება და ამისთვის მოემზადონ.

ჩინეთისთვის საინტერესოა ის, რომ რაც შეიძლება მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში და რუსეთი რაც შეიძლება მასზე დამოკიდებული გახდეს. შესაძლოა, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ტრანსაქციების შეჩერება იმით იყოს განპირობებული, რომ მათ რუსეთში წაახალისონ იუანის გამოყენება და ამისთვის მოემზადონ

მათ აწყობთ, რომ რუსეთში რაც შეიძლება მეტი იუანი გაყიდონ, მაგრამ, ჩინეთში მეტი პროდუქტი შეიტანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რუსეთისთვის ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე.

ხელს კი არ გაუმართავენ, არამედ პირიქით, და რუსეთის დასუსტებას ჩინეთისთვის სასარგებლოდ გამოიყენებენ.

პეკინს, რუსეთის აღმოსავლეთი ძალიან აინტერესებს ფიზიკურადაც და მატერიალურადაც, შესაბამისად, თავის გავლენებს რუსეთზე გააფართოებენ. ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულება გაზრდის პეკინის წონას რეგიონში და მთელ მსოფლიოში.

ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულება გაზრდის პეკინის წონას რეგიონში და მთელ მსოფლიოში

- როგორც ამბობენ, ქართული ეკონომიკა საკმაოდ დამოკიდებული აღმოჩნდა რუსულ პროდუქტებზე.

ახლა როცა რუსეთს დოლარის ნაკლებობა აქვს, ასეთ ვითარებაში ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები როგორ გაგრძელდება?

უფრო სწორად, მათ შორის ვაჭრობა რა ვალუტაში იქნება?

- მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქართველო რუსულ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, მათ შორის რუსეთისგანაც თავისუფალია ვაჭრობის სფეროში. საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების საკმაოდ თანაბრად აქვს გადანაწილებული სხვადასხვა ქვეყნებზე.

რახან, რუსეთს არ ჰქონდა საშუალება პირდაპირ ევაჭრა ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, საქართველო ამ ვაჭრობის პლაცდარმი აღმოჩნდა და ამის გამო გამოიკვეთა რომ გაღრმავდა რუსულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობები.

მაგრამ, იმ ვითარებას, რაც ახლა გვაქვს, რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ვგულისხმობ, მე საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულს არ დავარქმევდი. საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ევროპასთანაც, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან და ეს ეკონომიკური ურთიერთობები ზრდის თვალსაზრისით მზარდია. რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში 12-14% შორის მერყეობს. ადრეც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო და ახლაც, წინა წლებთან შედარებით რაც იყო, იმაზე ბევრად მეტი არაა.

მე საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულს არ დავარქმევდი. საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ევროპასთანაც, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან და ეს ეკონომიკური ურთიერთობები ზრდის თვალსაზრისით მზარდია. რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში 12-14% შორის მერყეობს. ადრეც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო და ახლაც, წინა წლებთან შედარებით რაც იყო, იმაზე ბევრად მეტი არაა

რაც შეხება იმას, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა რა ვალუტაში გაგრძელდება. ზუსტად თქმა რაში იქნება ძნელია, თუმცა, აქამდე ეს ვაჭრობა ამერიკულ დოლარში იყო. როგორც წესი, საერთაშორისო ვაჭრობაში ევროპის გარდა, უმეტესად ამერიკული დოლარი გამოიყენება. ევროპა რომ სხვა რეგიონებთან ვაჭრობს, იქაც ამერიკული დოლარი გამოიყენება. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საერთაშორისო ვაჭრობაში დაახლოებით ნახევარზე მეტ შემთხვევაში ამერიკული დოლარი გამოიყენება.

საქმე ისაა, რომ გადარიცხვების თვალსაზრისით, ქართული კომპანიები პროდუქტს როცა უცხოეთიდან იღებენ, ცხადია, იმ უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ, რომელიც დომინანტურია და ეს არის ამერიკული დოლარი. ქართული კომპანიები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან ვაჭრობენ, თავის ბუღალტერიას რუსულ რუბლზე არ აწარმოებენ. ეს ეხება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართული. ყველა თავის გათვლებს მოგებაზე და ბუღალტერიას უცხოურ ვალუტაში, ანუ ამერიკულ დოლარში აკეთებს.

ქართული კომპანიები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან ვაჭრობენ, თავის ბუღალტერიას რუსულ რუბლზე არ აწარმოებენ. ეს ეხება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართული. ყველა თავის გათვლებს მოგებაზე და ბუღალტერიას უცხოურ ვალუტაში, ანუ ამერიკულ დოლარში აკეთებს

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ქართული კომპანია ღვინოს ყიდის რუსეთში, კომპანიონი მას უხდის რუსული რუბლით, ის ისეთი კურსით ყიდის ღვინოს, რომ ფულის გადახურდავების შემდეგ მოგება დოლარში უნდა ნახოს და არა რუსულ რუბლში. ასეა იმიტომ რომ მოთხოვნაა ამერიკულ დოლარზე და არა რუსულ რუბლზე.

ახლა როცა რუსეთში მოთხოვნაა ამერიკულ დოლარზე, რუსეთში ქართული და არა მარტო ქართული პროდუქტის გაყიდვები შეფერხდება. ჩვენი ექსპორტიორების პარტნიორები რუსეთში პრობლემებში აღმოჩნდებიან. შედეგი კი ის იქნება, რომ ქართული კომპანია არ იქნება მოტივირებული პროდუქტი რუსულ კომპანიას რუბლებში მიჰყიდოს. თუ გაყიდა, გაყიდის რუსული რუბლში იმ კურსით, რომელიც მისთვის წამგებიანი არ იქნება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები ისევ ამერიკულ დოლარზე იქნება დამოკიდებული.

ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები ისევ ამერიკულ დოლარზე იქნება დამოკიდებული

- თუ რუსეთში სავალუტო კრიზისი გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკური საფრთხეები გაეზრდება?

- თუ რუსეთში სავალუტო კრიზისი გაგრძელდა, ქართველი მეწარმეები იძულებული იქნებიან სხვა, უფრო სანდო ბაზრები მოძებნონ. 2005 წლის ბოლოდან 2013 წლამდე საქართველოს რუსეთის მხრიდან დაწესებული ჰქონდა ემბარგო. საქართველოს პასუხი იყო ასეთი - ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ სხვა ბაზრებზე. გაზი და ნავთობის შემოტანა დავიწყეთ სხვა ქვეყნებიდან, ღვინის და სხვა პროდუქტების გაყიდვა დავიწყეთ სხვა ბაზრებზე.

ჩვენი ეკონომიკური თავისუფლება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ რუსეთში ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდა, ქართული კომპანიები იძულებული იქნებიან პარტნიორები სხვაგან ეძებონ. აქ გასაკვირიც არაფერია, ბიზნესი იქ მიდის, სადაც მეტ ხეირს ნახულობს.

თუ რუსეთში ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდა, ქართული კომპანიები იძულებული იქნებიან პარტნიორები სხვაგან ეძებონ. აქ გასაკვირიც არაფერია, ბიზნესი იქ მიდის, სადაც მეტ ხეირს ნახულობს

- ფაქტია, რომ რაც მეტად შეეზღუდება რუსეთს წვდომა მსოფლიო ბაზრებსა და ფინანსებზე, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა მით მეტად გაუარესდება...

- რასაკვირველია, ეს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს, მაგრამ, ეს გაზრდის რუსეთის აგრესიულობას, რაც საფრთხის შემცველია. რუსეთს შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რამაც ჩვენ შესაძლოა, ძალიან დაგვაზიანოს. მხედველობაში მაქვს მათი მოქმედება აფხაზეთთან მიმართებაში.

რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს, მაგრამ, ეს გაზრდის რუსეთის აგრესიულობას, რაც საფრთხის შემცველია

მათ შეუძლიათ სამხედრო აგრესიის განხორციელება და მათთან შეწინააღმდეგება იქნება ძალიან რთული. ეს არის ის საფრთხე, რაც შესაძლოა მოჰყვეს რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებას, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის