უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო იუწყება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ არის დასახლება შიროკოე და ორი სოფელი - ნოვოპეტროვკა და ლიუბინო,“- აცხადებს ანტონ გერაშჩენკო.

ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ძალები წინსვლას ცდილობდნენ მიკოლაივის ოქლის, სოფლების ნოვაია ზარიასა და ტავრისკოეს მახლობლად, მაგრამ დიდი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა