მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის  მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობდა.

„2022 წლის 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ გ-დ.ბ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

გ-დ.ბ.-ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება და განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, გ-დ.ბ.-მ მშობლებთან პირადი განაწყენების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისა და დაპირისპირების გამო, მათი მოკვლა განიზრახა. უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას, ლ.თ.-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ზ.ბ. და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ. ზემოაღნიშულის შემდეგ, დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით, სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ზ.ბ.-ს ცხედარს და საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 20 ივნისს გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის  მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობდა.

„2022 წლის 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ გ-დ.ბ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

გ-დ.ბ.-ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება და განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, გ-დ.ბ.-მ მშობლებთან პირადი განაწყენების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისა და დაპირისპირების გამო, მათი მოკვლა განიზრახა. უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას, ლ.თ.-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ზ.ბ. და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ. ზემოაღნიშულის შემდეგ, დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით, სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ზ.ბ.-ს ცხედარს და საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 20 ივნისს გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის