საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის ექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისსაზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, “ომის პარტიის“ წევრები არიან. აღნიშნულის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს სარკაზმით საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
“ერთადერთი ნაკლი აქვთ ამ ექიმებს, როგორც ჩანს, ისინი არიან “ომის პარტიის“ წევრები”, - განაცხადა ალსანიამ.
გიული ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანა მოხერხდება. მისივე განმარტებით, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალები არ იცის, რადგანაც მისი ნახვის საშუალება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ექიმთა დარგობრივი ასოციაციები და არასამთავრობო სექტორი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საკითხზე მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ევროპის საბჭოს და აშშ-ის კონგრესს მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"