ბექა დავითულიანი - ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, გიგი უგულავას ურჩევნია საკუთარ თავს მიხედოს

ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, უგულავას ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე მოუვა ციხეში, ყველა პასუხისმგებელი პირი შურისძიებას მიიღებს.

მისი შეფასებით, უგულავა "ძალიან ზედმეტებში გადადის" და მისი განცხადებები შეურაცხმყოფელი გახდა.

"საქართველოში ყველა პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, რაზეც პასუხს აგებს პენიტენციური სისტემა. სისტემა, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, არც მოსურნეა და არც დაუშვებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ეს სცენარი უკვე ერთხელ ვნახეთ, გავიარეთ და პასუხი იგივეა, რომ ვერავითარი დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის. მისი ჯანმრთელობა დაცული იქნება",- განაცხადა დავითულიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა მართლაც ვითარება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, დავითულიანი პასუხობს, რომ "სამოქალაქო დაპირისპირებას ორი მხარე სჭირდება, უგულავას კი მხარე არ გააჩნია."

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს