ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე - სიტუაცია არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო გუშინ და თუ ჩარევა არ მოხდა, ყოველდღიურად გაუარესდება

სიტუაცია არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო გუშინ და თუ ჩარევა არ მოხდა, ყოველდღიურად გაუარესდება - სამკურნალოდ გადაყვანა არის სახელმწიფოს ვალდებულება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება სრულად შეასრულოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები გაუარესებულია.

„მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კვლავ რთული. გუშინდელთან შედარებით ვიზუალურად არის ოდნავ გაუარესებული, თუმცა როგორც თავად მითხრა, აღენიშნება ასევე, ტემპერატურა და ანალიზების პასუხებიც არის გაუარესებული, ანუ სიტუაცია არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო გუშინ და თუ ჩარევა არ მოხდა, ყოველდღიურად გაუარესდება.

მარტივი ჭეშმარიტება არის ის, რომ მისთვის ჯეროვანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ჯიუტად თავს არიდებს ამ ვალდებულების შესრულებას. ამასთან, ზუსტი სამედიცინო დიაგნოზიც კი ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით და სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნით. ჩვენ მომზადებული გვაქვს ექსპერტიზა გასული წლის 30 დეკემბერს, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც დღემდე სრულიად უკანონოდ არ გვეძლევა. სამკურნალოდ გადაყვანა არის სახელმწიფოს ვალდებულება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება შეასრულოს სრულად და ჯეროვნად იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა თუთბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა