ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება საფრთხე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ღირსების საკითხს ეხება.

როგორც მან განაცხადა, თუ ხელისუფლება უარს იტყვის მისთვის სათანადო მკურნალობაზე და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე, ამით ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსაც საფრთხეს შეუქმნის.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება საფრთხე. ეს კარგად უნდა გააცნობიერონ მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კავშირშია ჩვენს ევროინტეგრაციასთან, არავინ დაგველაპარაკება, არავინ გამოგვხედავს, თუ მესამე პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე ციხეში მოვკლავთ. ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივის ბედი. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა დაცული იყოს, რასაც ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

“ცხადია, ერთადერთი პასუხისმგებელი ჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას, ეს არის მოღალატე, "რუსი" ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტული მთავრობა. ცხადია, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და იმ ხელისუფლებას, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატყვევებული ჰყავს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა