ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია "საქართველოსთვის" მიმართავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოუწოდონ ევროკავშირს, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის.

„დავდგეთ ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტია. ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი. დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს მიზანს - ჩვენი ტრადიციებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ, მოგიწოდებთ - გავაერთიანოთ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საპასუხო თავდასხმის მიუხედავად, გამოთქვამენ მზაობას ერთად იმუშაონ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

„ამასთან, აქტიურად ვაგრძელებთ პროცესის ხელშეწყობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დღის წესრიგში დააბრუნოს ქვეყნის ევროინტეგრაცია და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს. შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?