გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები

საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იქნება - „ქართული ოცნება“ მეტი რადიკალიზაციისკენ მიდის, ის ჩვენ არ გვისმენს, ის არაფერს ასრულებს, მას სურს, რომ ყველა „ომის პარტიებად” მოგვნათლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ ასცდეს და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ?! ამას აქვს ორი ფაქტორი. პირველი: “ქართული ოცნება” მეტი რადიკალიზაციისკენ მიდის, ის ჩვენ არ გვისმენს, ის არაფერს ასრულებს, მას სურს რომ ყველა“ომის პარტიებად” მოგვნათლოს. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

მეორე: ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება. მოუსმინეთ ამერიკის ელჩს. ის ამბობს, რომ ერთად უნდა დავდგეთ. რას ვამბობთ ჩვენ - “სტრატეგია აღმაშენებელი”?! უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნება” პასუხობს, რომ არა და არასდროს. ეს არის მათი პასუხი კობახიძის, მდინარაძის ყველასი აბსოლუტურად და ამაზე ისინი პასუხს მიიღებენ, რიგგარეშე არჩევნებს მიიღებენ. იმისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ ასცდეს, იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ ნატო-შიინტეგრაცია დააჩქაროს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან ეს განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება, ანტიეროვნულია იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საშინელ ზიანს აყენებს. ყველა შეხვედრაზე რაც კი ვაშინგტონში მქონდა, ჯერ კითხვას მისვამენ: რა ხდება საქართველოში?! რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან?! რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები?! ეს ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის საშინელი დარტყმაა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა