ხათუნა სამნიძე - აშშ გამადიდებელი შუშით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს

აშშ-ში შეხვედრების დროს, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის საკითხს - მათთვის ყველა ეს საკითხი ცნობილი და გასაგებია, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა.

სამნიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს.

როგორც სამინიძე აცხადებს, მისი პატიმრობა პოლიტიკური შურისძიებაა, რაც პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი პირველ რიგში აზიანებს მის ჯანმრთელობას, რაც ადამიანური საკითხია. მეორე მხრივ, ეს საკითხი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. პოლარიზების, რომელსაც “ქართული ოცნება” სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებს, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა. შეხვედრების დროს, რა თქმა უნდა, ამას ხაზი გაესვა, არ ყოფილა ჩვენი პარტნიორების გაოცება ამასთან დაკავშირებით, ან რაიმე წინააღმდეგობა. მათთვის ყველა ეს საკითხი ცნობილი და გასაგებია. ამ საკითხზე საუბრისას მათი პასუხი იყო, რომ გამადიდებელი შუშით აკვირდებიან პროცესებს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი იქნება რეაგირებაც”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს