პაატა მანჯგალაძე - ვერაფრით ვხსნი, სახელისუფლებო მედია რატომ არის დაკავებული აშშ-ის ელჩის „გაშავებით“, რა ხდება დეგნანთან დაკავშირებით, რატომ არის დეგნანი საქართველოსთვის მიუღებელი?!

ვერაფრით ვხსნი, მაგალითად, სახელისუფლებო მედია რატომ არის დაკავებული აშშ-ის ელჩის „გაშავებით“, რა ხდება დეგნანთან დაკავშირებით, რატომ არის დეგნანი საქართველოსთვის მიუღებელი?! - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული საინფორმაციო ჰიბრიდული ომი კლასიკურად მიყვება სცენარს, მათ შორის საქართველოში.

„ვერაფრით ვხსნი, მაგალითად, სახელისუფლებო მედია, პროპაგანდა რატომ არის დაკავებული აშშ-ის ელჩის გაშავებით, რა ხდება დეგნანთან დაკავშირებით, რატომ არის დეგნანი, აშშ-ის ელჩი, საქართველოსთვის მიუღებელი?! ან რა კითხვას უსვამს სახელისუფლებო მედიიდან ერთ-ერთი პროპაგანდისტი ელჩს, რომ ომის დაწყება უნდა. ეს ხომ არის რუსული ნარატივის გაგრძელება და იმის, კოლექტიურ დასავლეთს რომ უნდა მეორე ფრონტის გახსნა სხვადასხვა მხარეს. ესეთი რიტორიკა რაში გჭირდებათ? ვფიქრობდი, რომ ეს აქამდე იყო შემთხვევითი წამოცდენები და შემთხვევით ხდებოდა ეს ყველაფერი. თუ კარგ ანალიზს გავაკეთებთ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. თქვენ იცით, რუსული საინფორმაციო ჰიბრიდული ომი ძალიან კლასიკურად მიყვება სცენარს, მათ შორის საქართველოში. იმიტომ, რომ რუსეთის პირდაპირი პროპაგანდირება იმ ქვეყანაში, სადაც 20% ოკუპირებულია, არ გამოვა. ამიტომ აუცილებელია, შევფუთოთ, გავაკეთილშობილოთ რუსეთი, ამისთვის არის გაწერილი კონკრეტული ჰიბრიდული გეგმა. ეს შედგება ოთხი ელემენტისგან: რუსეთის გაკეთილშობილება და შეფუთვა ეკონომიკური ფაქტორებით, კულტურული და რელიგიური ფაქტორებით რუსეთის გაკეთილშობილება, შიშის დანერგვა რუსეთის მიმართ და ისტორიისა და ფაქტებით მანიპულაცია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა